დღეს საბჭოთადროინდელი ბარბარიზმის - ბეზრაზმერი//ბეზრაზმერას - ნაცვლად იყენებენ რეგულირებადს და ელასტიკს.
безразмерный - ამ რუსულ სიტყვას ქართულ-რუსულ ლექსიკონში წევადი შეესატყვისება (იხ. ქართულ-რუსული ლექსიკონი ენათმეცნიერების ინსტიტუტის ვებგვერდზე - ice.ge),
ისტორიისათვის: ქეთევან ლომთათიძე безразмерный შესატყვისად რაჭულ სიტყვა მაწევანას გვთავაზობდა.
ქართული ტერმინთბანკის მასალებიდან.