სინონ: მკვეთრი, ყელხშული
ისტორია: (ყელხშული) წინათ ამ თანხმოვნებს ვეძახდით, აკუსტიკური შთაბეჭდილების მიხედვით, მკვეთრებს, რაც იმიტომ კია არაა დასაწუნი , რომ ვერ გამოხატავს სათანადო მოვლენას (პირობითად ყოველ ტერმინში შეიძლება გამოდგეს) , არამედ იმიტომ, რომ გაჭირდა მისგან სხვა ტერმინების წარმოება და მისი უცხო ენაზე თარგმნა. პროფესორ იაკოვლევის მიერ შემოღებული "ხორხზედა ექსპირაცია (надгортанная экспирация) მოვლენას გამოხატავს მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით (ექსპირაცია შეიძლება მხოლოდ ფილტვებიდან);მთავარი ნაკლი ისაა, რომ ძნელია სხვა მისგან ნაწარმოები ტერმინის შედგენა. (გ. ახვლედიანი)