ენკენისთვე "სექტემბერი".
ბერძნ. ენკენია//სატფურება "განახლება", "კურთხევა". საეკლესიო-საღვთისმსახურო ტერმინი. ენკენია უწოდეს ახალი წლის დაწყებას (1/14 სექტემბერი), რაც ქრისტიანთა ცხოვრებაში მომხდარ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს ეფუძნებოდა: ამ დღეს პირველად გაცხადდა სინაგოგაში ესაიას წინასწარმეტყველება, მესიის - იესოს - მოვლინება; ამ დღეს (312 წლის 1/14 სექტემბერს) კონსტანტინე დიდის მეოხებით საბოლოოდ შეწყდა ქრისტიანთა დევნა; ამ თვეში განახლდა ქრისტეს აღდგომის ტაძარი იერუსალიმში, აღიმართა ელენე დედოფლის მიერ მოძიებული ჯვარი ჯვარცმისა. ამ თვეს უწოდეს ქართველებმა ენკენისთვე", ნელი მახარაძე, სატფურება ტერმინის ისტორიისათვის.