„ფრანგულად давленiе-ს pression ჰქვია, прессованiе-ს-კი – pressage. ამნაირად პრესსის და давленiе-ს სახელები ახლო მონათესავეა. Прессованiе-სთვის საუკეთესო ხალხური ბუნებრივი სიტყვა გვაქვს – წნეხვა („საწნეხელი“ აქედან არის წარმოშობილი), прессъ-ს ამიტომ წნეხი დავარქვით. აქედან давленiе-ს ფესვად წნე ამოურჩიეთ. გამოვიდა: давленiе – წნევა, ამ ორი ცნების (прессованiе და давленiе) დაახლოვება ძალიან ამეტყველებს ჩვენს ტერმინოლოგიას. წნეხვა დეფორმაციის გამომწვევი давленiе არის (ფრანგული pressage), წნევა-კი – უბრალო „დავლენიე“ – „pression“; გაზებისთვის ეს ორი ცნება სინონიმებია“.
1920 წელი.