ავტორ/ებ/ი: ისიდორე ქოჩიაშვილი, გიორგი ჯოხაძე
/ქართულ-რუსული, რუსულ-ქართული, 2001, 295 გვ./ ლექსიკონში ავტორთა მიერ გამოყენებულია როგორც საავტომობილო ტრანსპორტის, ასევე საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის დარგში არსებული სტანდარტებითა და მოძრაობის წესებით გათვალისწინებული, ასევე მეცნიერთა მიერ ამ დარგებში არსებულ სასწავლო და ტექნიკურ ლიტერატურაში დამკვიდრებული ტერმინები. 1999 წელს ლექსიკონის მასალა შემდგენლებმა წარუდგინეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას განსახილველად და საბოლოო რედაქციისათვის.