ვებგვერდის საცდელი ვერსია!

ტერმინოლოგიური ლექსიკონები

საავიაციო ტერმინოლოგიური ლექსიკონი

  • რედაქტორ/ებ/ი: ვუკოლ ბერიძე

/რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, 1945 წ., 176 გვ./ ქართულ საავიაციო ტერმინოლოგიას მოკლე ისტორია აქვს, იგი დაიბადა საავიაციო ტექნიკუმის დაარსებასთან ერთად. 1942 წლის დასაწყისში ტექნიკუმის დირექტორის ინჟ. მ. ჯიბუტის თაოსნობით, ტექნიკუმთან ჩამოყალიბდა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა შეკრება და დადგენა ქართული საავიაციო ტერმინოლოგიისა. კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ პროფ. ვ. კაკაბაძე (თავმჯდ.), პროფ. გ. გედევანიშვილი, პროფ. ა. გულისაშვილი, დოც. ლ.გვარამაძე, დოც. დ. თუმანიშვილი, დოც. გ. ჯიმშელი, მ. მაჭავარიანი, ინჟ. ხმიადაშვილი, ინჟ. მ ჯიბუტი, ინჟ. პ. ბერიძე, ინჟ. ა. ნამორაძე, ინჟ. ბ. კრასლავსკი, უფრ. მასწ. ვ. ბახტაძე, განიხილა და შეამოწმა დოც. გვარამაძის მიერ შეგროვებული და სისტემატიზებული ქართული საავიაციო ტერმინები და აგრეთვე ინჟ. დ. ხმიადაშვილის მიერ დამუშავებული თვითმფრინავთა რადიომოწყობილობის ტერმინები და წარადგინა ცენტრალურ სატერმინოლოგიო დაწესებულებაში, აკად. ნ. მარის სახ. ენის ინსტიტუტში, სადაც იგი შეივსო, საბოლოოდ დაზუსტდა და დადგინდა საერთო სავალდებულო ხმარებისათვის (რედ. ვუკოლ ბერიძე, 1945 წ. იანვარი).