რედაქტორ/ებ/ი: ვუკოლ ბერიძე, რაფიელ დვალი, როგნედა ღამბაშიძე
/რუსულ-ქართული, 1957 წ. 433 გვ./ ლექსიკონი მოიცავს 50 000-მდე სიტყვასა და გამოთქმას. გამოცემაზე მუშაობა დაიწყო 1950 წლიდან. იგი დამუშავდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში. ლექსიკონს ამუშავებდა სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: ბ. აბესაძე, რ. აგლაძე, ვ. ბერიძე, გ. გედევანიშვილი, თ. გონიაშვილი, ა. გულისაშვილი. რ. დვალი, ა. ელიაშვილი, ვ. კაკაბაძე, მ. კობახიძე, ე, ნადირაძე, რ. ნიკოლაძე, ო. ონიაშვილი, რა. ღამბაშიძე, გ. წულუკიძე, ინჟ. დ. ხმიადაშვილი.