ვებგვერდის საცდელი ვერსია!

ტერმინოლოგიური ლექსიკონები

მართვის ავტომატიზებული სისტემების ტერმინოლოგია

  • ავტორ/ებ/ი: ვ. ახალაძე, თ. ებანოიძე, ე. ენდელაძე, გ. კასრაძე, გ. ცხაკაია

  • რედაქტორ/ებ/ი: დ. კვესელავა, რ. ღამბაშიძე.

/რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, 1977 წ., 90 გვ./ ლექსიკონი მოიცავს ამ დარგის 2000 ტერმინსა და ტერმინოლოგიურ გამოთქმას; ის განკუთვნილია მართვის სისტემების, გამოთვლითი ტექნიკისა და მათემატიკის, საინჟინრო-ეკონომიკური და სხვა მონათესავე დარგების სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის. 1975 წელს სპეციალისტების მიერ დამუშავებული მასალა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითმა ცენტრმა საბოლოო რედაქციისათვის წარუდგინა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტს, სადაც სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში ჩამოყალიბდა სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: ვ. ახალაძე, ვ. გიგინეიშვილი, თ. გონიაშვილი, თ. ებანოიძე, ე. ენდელაძე, გ. კასრაძე, დ. კვესელავა, ა. კობახიძე, რ. ღამბაშიძე, კ. ცხაკაია, მ. ჭაბაშვილი.ლექსიკონის ქართულ-რუსული ნაწილი მოამზადეს და ლექსიკონის სასტამბოდ მოამზადეს სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა: ლ. ბერიაშვილმა, ლ. გელენიძემ, ა. დუმბაძემ, ნ. მაყაშვილმა, ნ. მუზაშვილმა, მ ოსაძემ, ი. ჯიბუტმა.