რედაქტორ/ებ/ი: როგნედა ღამბაშიძე
1993 წელს როგნედა ღამბაშიძის რედაქციით დასრულდა ახალი ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის მომზადება, რომელიც, წინა გამოცემებისგან განსხვავებით, სამენოვანია (ქართულ-რუსულ-ინგლისური), დაემატა ახალი დარგები. სამწუხაროდ, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიური ლექსიკონის ბოლო რედაქციის გამოცემა 90–იან წლებში ვერ მოხერხდა. 1993 წლის ტექნიკური ტერმინოლოგიის მასალა, რომელსაც "ღამბაშიძის ფონდსაც" ვუწოდებთ, გაციფრულებულია და შესულია ქართული ტერმინთბანკის ბაზაში.