ვებგვერდის საცდელი ვერსია!

ტერმინოლოგიური ლექსიკონები

ტექტონიკური ტერმინოლოგია

  • ავტორ/ებ/ი: მ. ჯაფარიძე

  • რედაქტორ/ებ/ი: ე. გამყრელიძე, რ. ღამბაშიძე

/რუსულ-ქართული, ქართულ-რუსული, 1992 წ., 214 გვ./ ლექსიკონი მოიცავს 12 000 ტერმინსა და ტერმინოლოგიურ გამოთქმას. "ტექტონიკური ტერმინოლოგია" ამგვარი ნაშრომის გამოცემის პირველი ცდაა. ლექსიკონში საკუთრივ ტექტონიკურ ტერმინებთან ერთად შეტანილია მომიჯნავე გეოლოგიური დარგების, აგრეთვე გეოფიზიკურ და გეოგრაფიულ ტერმინთა ის მინიმალური რაოდენობაც, რომელიც აუცილებელია ამა თუ იმ ტექტონიკური მოვლენის არსის გასაგებად. ლექსიკონის საბოლოო ვაროიანტზე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში შექმნილი სატერმინოლოგიო კომისია შემდეგი შემადგენლობით: გ. აბესაძე, ე. გამყრელიძე, ა. კობახიძე (თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების გამგე), რ. ღამბაშიძე (თავმჯდომარე, სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების გამგე), მ. ჭაბაშვილი (ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე), შ. ჯავახიშვილი, ე, ჯავრიშვილი, მ. ჯაფარიძე. სატერმინოლოგიო კომისიის სხდომებისათვის მასალის მომზადებასა და თვით მის მუშაობაში მონაწილეობდნენ ასევე ა. დუმბაძე და ნ. მაყაშვილი.