თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში მიმდინარეობს მუშაობა სპორტის ქართული ტერმინოლოგიის ახალ რედაქციაზე. ნორმატიული ტერმინების შერჩევისას განყოფილება განიხილავს სპორტის სხვადასხვა სახეობაში არსებულ ლექსიკონებს, სიტყვარებსა და განყოფილებაში დაცულ გამოუქვეყნებელ მასალებს.